ლიტველებსადაქართველებსშორისმეგობრულიურთერთობაყოველწლიურადმტკიცდება… ესორიხალხი,საუკუნეებისმანძილზე, ერთმანეთისგან შორიშორს,გამორჩეულიძალისხმევითადაშემართებითახერხებდამიმზიდველიკოლორიტულობითნასაზრდოებითვითმყოფადობისწარმოჩენას… ახლა კი, საერთაშორისოთანაცხოვრებაში, თვალსაჩინოკულტურულდაპოლიტიკურგანწყობასქმნიან…
დედაჩემი დედურ მზრუნველობას იჩენდა სიძის მიმართ, ცდილობდა უცხოდ არ ეგრძნო თავი და იონასიც მადლიერი იყო მისი…
მერე კი, როცა პოლონეთში გომულკა გერეკით ჩაანაცვლეს შუაზიაში ვიმყოფებოდი, იქიდან რომ დავბრუნდი 1971 წელს დალი და იონასი ხელმეორედ ჩანმოვიდნენ, თან მეგობარი ვიქტორას პიატკუსი (Викторас Пяткус; Viktoras Petkus. (სურათზე: ვიქტორასი საქართველოში სტუმრობისას...)ახლდათ… მე შუააზიდან ახალი ჩამოსული ვიყავი… ოღონდ, რამდენიმე მოთხრობა და იუმორესკა უკვე გამოქვეყნებული მქონდა რაიონული გაზეთების ფურცლებზე… პროტესტის გრძნობა თან მსდევდა, სხვაგვარად გამეხარდა ”მეამბოხეთა” სტუმრობა… შუადღეს გადაცილებული იყო, სანამ დედაჩემი ვახშამთან მიწეულ სადილს გაამზადებდა, ჭურებთან სახელდახელო სუფრა გავაწყვე, იონასი და ვიქტორასი მივიწვიე, ქვევრს თავი მოვხადე, კოპე შევავასე და ლიტველებისა და ქართველების მეგობრობისა შევსვი… უმალვე, გავავსე კოპე და ვიქტორას მივაწოდე… მრავლისმნახველი ვიქტორასი ოდნავადაც არ შეყოყმანებულა; ლიტვურად რამდენიმე სიტყვა თქვა და სასმისი დაცალა… ამგვარ პურობაში ნაცად იონასი შინაურულად გრძნობდა თავს… ჰოდა, წაება… შიგადაშიგ ვიქტორასი ფოტოაპარატით ფოტოებს იღებდა… რომ შევზარხოშდით ვიქტორასმა იკითხა: აქ ახლომახლო ისტორიული ძეგლი, ეკლესია-მონასტერი თუ მდებარეობსო… ერთადერთი ღირსეშანიშნაობა სასაფლაოა, იქ, სამლოცველის ქვითკირის ნანგრევებია შემორჩენილი, წავიდეთ, პურ-მარილი ავიტანოთ და საფლავები დავლოცოთ მეთქი… ხალისიანად ამიბეს მხარი და მალე ჩემს მხარზე გვარიანად სავსე ოცბოთლიანი მედგა… იონასს სანოვაგით სავსე ჩანთა მოქონდა…
სასაფლაო გზატკეცილიდან ასე კილომეტრის დაშორებით მდებარე გორაზე მდებარეობდა… (ახლაც იქაა)… შეზარხოშებული მხნედ მივაბიჯებდი, თითქოს განსაკუთრებული მასპინძლობა მელოდა. სტუმრები თავისთვის საუბრობდნენ ლიტვურად… იონასი თავისებურად განუმარტავდა ჩვენებურ ტრადიციებს მეგობარს; ამას იქიდან ვხვდებოდი, რომ ზოგჯერ რომელიმე მოვლენის ან ადგილის სახელს ქართულად წარმოთქვამდა… სასაფლაო, მართლაც ღირსესანიშნავ ადგილად მეგულებოდა…ყოფილი სალოცავის გალავნისგან შემორჩენილ ქვითკირის ნანგრევებისა და გორას ფერდობზე მდებარე სამარხებს, ნანგრევს ქვემოთ ფერდობზე ფესვებგადგმული ორი ვეებერთელა ცაცხვის ხე დაჰყურებდა. ერთი, რომელსაც ორი კაციც კი ვერ შემოაწვდენდა ხელებს, ნანგრევიდან, ასე მეტრნახევრზე მდებარეობდა. გალავანს შიგნით ჩემი ძმის სამარხთან, რომელიც ერთი წლისა ყოფილა ქუნთრუშით, რომ გარდაცვლილა, ნაჩქარევად გავშალე სუფრა, თან სტუმრებს განმარტება მივეცი, ქვემოთა სასფლაოზე, სადაც ჩემი წინაპრები მარხია, უკვე სოფლის ბაღია გაშენებული, ბავშვები თამაშობენ და საფლავების მოძებნა უხერხულია მეთქი… ოღონდ ეს უფრო ადრინდელი სასაფლაოა, მთიდან, რომ ხალხი ბარში ჩამოსახლდა დროებით მიტოვებული იქნა, მერე ისევ აღადგინეს მეთქი; მოკლედ მივანიშნე, რომ აქაურობის სიძველეში ეჭვი არ უნდა შეპარვოდათ … ცაცხვების ფონზე სიძველის სახება მომხიბვლელად ეფინა იქაურობას და მე ჭიქები შევავსე… ჰოდა შევჰყევით… ცაცხვის ხეების სადღეგრძელომდე რომ მივედი და ქართულ-რუსულად გავფინე ჩემი მჭევრმეტყველება, ვიქტორასი კიდევ უფრო მოიხიბლა იმ ცაცხვების რომანტიკული მშვენებით, ჭიქა მარჯვედ დასცალა, ადგილს მოწყდა, გაქანდა, ქვითკირიდან ისკუპა და ხის ტანს მოქნილად შეახტა. მაღალი, კეთილი იერის, მკვრივი აღნაგობის კაცი ვიქტორას პიატკუსი ლიტველი დისიდენტი გახლდათ. თავისი ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის მრავალჯერ იყო გასამართლებელი და 15 წელი სხვადასხვა დროს უკვე მოხდილი ჰქონდა… (აპატიმრებდნენ ლიტვაში მცხოვრებთა რელიგიული უფლებების დაცვისათვის და თავისივე, პატრიოტულ თემებზე დაწერილი ლექსების გავრცელებისთვის… შემდგომ თანამოაზრეებთან ერთად ლიტვის ჰელსინკის ჯგუფის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; მას შემდეგ რაც რუსეთში 1976 წელს იური ორლოვის ინიციატივით ამგვარი ჯგუფი დაარსადა; უკრაინაში ჰელსინკის ჯგუფ გენერალი გრიგორენკო ჩაუდგა სათავეში, საქართველოში _ზვიად გამსახურდია, ლიტვაში _ ვიქტორას პიატკუსი.) იმჟამად კი, გურიაში, სოფელ ნიგოითის სასაფლაოზე გვარიანად შეზარხოშებული გალავნის ნანგრევიდან ასე მეტრნახევრით დაშორებულ ასწლოვან ცაცხვს, რომლის ძირიც იმ გალავნიდან ოთხი მეტროს ქვემოთ მდებარეობდა, ფეხაბგაჩაჩხული მთელი ტანით გახლდათ აკრული და ფრჩხილები მის კანში ჰქონდა ჩაბჯენილი… (უჩვეულო, დისიდენტური ნახტომი იყო...).
შევკრთი, (ალბათ შევშინდი კიდეც) ძირს, რომ ჩავარდნილიყო, შედეგად კარგს არაფერს მივიღებდი, ბოლოს და ბოლოს დათვი ხომ არ იყო დაცემულიყო და მერე ბურტყუნით წამომდგარიყო…
-არ ინერვიულო, ეგ მაგარია, არაფერი მოუვა…-აუჩქარებლად დამამშვიდა იონასმა.
მე დავტრიალდი, იქვე მსხვილი, ჯერ კიდევ ნედლი ტოტი მოვიხელთე, მისი ერთი ბოლო ცაცხვის კორძზე ჩამოდება მოვახერხე, მეორე გალვნის ნაგრევზე და ვიქტორას ხელი გავუწოდე.
სოცარი სისწრაფით აუღო ალღო სიტუციას, მარცხენს ფეხი ტოტისკენ გამოაჩოჩა, ზედ დააბჯინა, მერე ხელებით ხის ტანს მიეყრდნო ფეხი, მეც თავისებურად შევეშველე და მალე მან გალავნზე გადმოინაცვლა…
შვებით ამოვისუნთქე და მოვეხვიე. შემდეგ ოცბოთლიანით ახლომახლო დარჩენილ სამარხებს ჩამოვურეთ… ზოგან ღვინის დასხმა ზედმეტად მომიწია. მერე ქვემოთ ლიტვურ-ქართული ღიღინით დავეშვით, ღიღინით მე ვღიღინებდი, ისინი საგალობელს ამბობდნენ… ნათლად ჩანდა კმაყოფილები იყვნენ.
ხვალ, თუ ადრიანად ადგებით, უკეთეს ექსკურიას მოგიწყობთ, ჯიხეთის დედათა მონასტერში აგიყვანთ მეთქი, შევპირდი სტუმრებს გათამამებულმა, ოღონდ ჩვენებმა არ უნდა გაიგონ, ხვალ სადილად თქვენს საპატივცემულოდ მოპატიჟებულ სტუმრებს ელოდებიან და დაგვიშლიან მეთქი, გავაფრთხილე ბოლოს…
მშობლს ჩვენი ადგომა შეუმჩნეველი არ დარჩენია; მამაჩემი გამინაწყენდა:
-შენ რა შენებური უნდა აიტეხო, სად მიგყავს ეს ხალხი, ხომ იცი, სადილად სტუმრებს ველოდებით?!
დავაიმედე სადილად აქ ვიქნებით მეთქი…
მაშინ, ეკლესია-მონასტრებში სიარული ”კარგ ტონად” არ ითვლებოდა, ის კი არა, სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდებით იკრძალებოდა კიდეც და ათეისტურად განწყობილი მასებსაც არ ჩვეოდა თავის გამოდება… ის კი არა ბევრად უფრო მოგვიანებით ”კაბიანი კაცის” დანახვაზე ისეთი სიცილ-ხარხარი ატყდა სოფლის მაღაზიასთან, უხერხულობა ვიგრძენი და იქაურობას გავერიდე, თუმცა არც კაბით შემოსილ მორჩილს გამოვდენებივარ ნუგეშისსაცემად… ალბათ თავად უფრო ვიყავი ნუგეშისსაცემი. მაგრამ იდუმალი ხშირად მიხმობდა ეკლესია-მონასტრებისკენ, სადაც ჩემი ერის ისტორია იყო ჩაქარგულ-ჩაკირული. იმჟამად ჩვენს მხარეში ჯიხეთის ღვთისმშობლის დედათა მონასტერიღა ცხოვრობდა მონასტრული ცხოვრებით… მთის ძირში სამებად წოდებული ჯიხეთის მონასტერი ჩვენგან, ასე ოთხიოდე კილომეტრითაა დაშორებული… მის მახლობელ სოფლამდე ავტობუსითაც შეიძლებოდა მგზავრობა, მაგრამ ავტობუსი ალბათ ერთი საათის მერე თუ ჩამოივლიდა, თანაც, მე,უფრო რომანტიკულად ტღე-ღრე, გაუკვალავი გზებით სიარული დამესახა და მედგრად ავუყევი სასაფლაოსკენ მიმავალ გზას… ასე ორიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ ადვილად მივხვდი, რომ ის გზა სასურველ ადგილამდე ვერ მიგვიყანდა… თანამგზავრებს ვითარება ავუხსენი და მარცხნივ ხევში დავიწყე დაშვება…
იონასს სამოგზაუროდ იყო შემოსილი, მაგრამ ვიქტორას შარვალ-კოსტიუმი ეცვა, პერანგი და შესაბამისად ჰალსტუხიც ეკეთა… როცა მის წამოწითლებულ ლოყებს შევავლე თვლი უხერხულობა კი ვიგრძენი, მაგრამ იგი ის ვაჟკაცურად მომყვებოდა, უფრო გამიძლიერდა სურვილი, რომ ღირსეულად მჭეროდა თავი, ანუ დაღლა არ დამტყობოდა… ცოტა ვიარეთ თუ ბევრი, მგონი ასე ტყე-ღრე, ხევ-ხევ შვიდ კილომეტრზე მეტი მაინც გავიარეთ და ბოლოს მონასტრის ქვემოთ გზაზე მდებარე წყაროსთან ამოვედით… გავიხარე, რომ არ შევრცხვი და გუმანით სწორად გავიგნე გზა… იქვე წყაროსთან გაზეთი გავშალე, ზედ აბგიდან ამოღებული ყველი და პური დავდევი. მაგრამ თანამგზავრებმა დანაყრებაზე უარი თქვეს… მხოლოდ წყალი დალიეს… ვიქტორას ჰალსტუხი ყელზე კვლავ მჭიდროდ ჰქონდა შემოჭერილი…აღარც მე მიჭამია… ყველი და პური იქვე დავტოვე და მონასტრისკენ დარჩენილ გზას ავუყევი… ვფიქრობ ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენო ამ შემთხვევისადმი მიძღვნილი ჩემი ლექსი:
ჰქონდათსურნელირწმენისსადარი…
ლიტველებისსტუმრობაგურიაში, 1971წ.
(ესეილექსად…)
ერთხელ, ზაფხულში, ყმაწვილობისჟამს,
ტყე-ღრეწვალებით, შეთქმულისჟინით,
თითქოსმივსდევდიწინაპრისჩუმკვალს,
გზნებითვატარესხვაქვეყნისშვილნი…
გამორჩეულნიგრძნობათაფარვით
ერთიმსუქანი, ერთიცპირხმელი…
დისიდენტურიკვლევითდასწრაფვით,
მედგრადიწევდაორილიტველი…
ერთსმეამბოხისჰქონდასახელი
დაციხეებშიიყონატანჯი
იმპერიულიგათვალა-არგათვლის,
მასსიძულვილიჰქონდაათასგზის…
დამივიწევდითმთისაკენმაღლა,
სადაცმლოცველიდიოდამალვით,
გზასგვიღობავდატოტებისფარდა,
გვეძალებოდაწინაპრისვალი…
დაროსვიხილეთმონასტრისეზო,
მწვანემინდორინასათუთარი,
სწრაფვისაჩვენისვიგრძენითგემო,
კრძალვითგვიცქერდამხცოვანიქალი…
ნატიფადნაგებტაძრისკედელთან,
იდგამოწესემშვიდი, ფერმკრთალი,
”მშვიდობათქვენდა!” მიგვიღოწრფელად,
ისმინასიტყვაჩემშინამაჭრი…
ნაჯაფიხელიშემახოხელთან,
მითხრა: სტუმრისამეცვიციყადრი,
ოთხიწლისვიყავ, რომმერგოხილვა,
ამასაყდრისდაამასავანის…
მასშემდეგაქვარ, არსადგავსულვარ,
არმიძებნიასხვაბინაარსით,
არადაუკვეასსწელსვასრულებ,
ვფიქრობჰაემდეგავლიეხანი…
ოღონდიმასღავდარდობდავნანობ,
რომარგამოჩნდაერთიმორჩილიც,
რომმონასტერი, ესესავანე
არშერჩესტყე-ღრესხავსითმოსილი…
მერეწაგვიძღვა, შემოგვატარა
საფლავისქვები, დათასამარხნი,
ერთგანილოცადათანგვახარა
აღმშენებელიიყოამტაძრის…
ბოლოსახსენაკათოლიკთწესი,
ლოცვისანირი, ქცევატაძარში…
აუწყასტუმართ ”პაპისა” მრწამსი,
დაგანსხვავებაპირჯვრისწერაში…
აქლიტველსაცკიდაეტყოგანცდა,
შეიხსნაჯვარიმკერდთანნაფერი,
მიართვამოხუცს, სთხოვადალოცვა,
მოდრიკათავინაციმბირალი…
ჯვარზეგაკრულიქრისტესსახება
მოექცაქალისმადლმოსილხელში,
სანთლებისდარადმოჩინართითებს,
ჰქონდათსურნელირწმენისსადარი…
24.05.2006
მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ მონაზონმა თითქოს საიდუმლოდ გამიმხილა გვარად ფირცხალაიშვილი ვარ, მამაშენს ვიცნობ, აქ ამოსულიც მინახავს ხოლმეო… გავოცდი, უნებლიეთ დავეჭვდი, ის მისი და ნეტა, იმის შემდეგაც, რაც ობლებს მისი გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, იქნებ საერო ცხოვრებისთვის იყო მკვდარი, ისე კი ცოცხალი იყო და მონაზვნობდა მეთქი… თუმც ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ერთ დროს მარინე გოგეშვილიგახლდათ, რომელიც მამაჩემს მეექვსე თუ მეშვიდე თაობის ნიშნით ენათესავებოდა… მაგრამ ამ ფიქრს არ გავჰყოლვარ და არც მამაჩემს ჩავძიებივარ… არც იმას ჩავღრმავებივარ მაშინ მართლმადიდებელმა მონაზონმა, რომ კათოლიკე კაცისგან ქრისტეს გამოსახულებიანი ჯვარი სიხარულით მიიღო და ეამბორა… როგორც ჩანს იმპერიულ სივრცეში მცხოვრებ სხვადასხვა კონფესიის ქრიატიანებს, სხვაგვარი სიყვარული და თანაგრძნობა თუშემწყნარებლობა ჰქონდათ ერთურთის მიმართ… მონასტრიდან გამხნევებულები გამოვბრუნდით, პიატკუსს ჰალსტუხი კვლავ მჭიდროდ ჰქონდა ყელზე… ქვემოთ გზატკეცილისკენ ხალისიანად დავეშვით, მერე ავტობუსით სახლამდე მივედით, სდაც ჩემიანები გველოდნენ… სამიოდე დღის შემდეგ წასვლისას დარჩენა რომ ვთხოვე, მითხრა თბილისში ჩემი ლიტველი მეგობარი მელოდებაო (მგონი თომას ვენცლოვა),თორემ აუცილებლად დავრჩებოდიო… ორიოდე წლის შემდგომ ვიქტორასმა ჩემი დის ხელითმომცრო, ძეხვების ”ასხმულა”გამომიგზავნა, იმჟამინდელი მასპინძლობის სამადლობელად… გამეხარდა, მაგრამ ჩემს დას მაინც გავეხუმრე შემწვარი წიწილ-გოჭებით განებივრებულ ქვეყანაში ”კალბასი” რა ჩამოსატანი იყო მეთქი… შენ რომ იცოდე, მან ამით შენდამი რა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა, ამას არ იტყოდიო… კარგა ხნის მერე ვილნიუსში სტუმრობისას, მადლობა პირადად მინდოდა გადამეხადა, მაგრამ ბატონი ვიქტორასი რეჟიმს ისევ ”ჩაესავათ” და ისევ თხუთმეტი წელი მიესაჯათ… ჩემიანებთან ერთად რიბენტროპ-მოლოტოვისპაქტის დაგმობის მიზნით გამარულ საპროტესტო მიტინგსაც დავესწარი, იქვე ვიხილე კარვებში მოშიმშილე ლიტველი ახალგაზრდები, რომლებსაც იქვე გამოფენილი ჰქონდათ პლაკატები ლიტვურად, რუსულად(«Свободу Пяткусу!») და ინგლისურად, რომლებიც ვიქტორას პიატკუსის განთავისუფლებას ითხოვდნენ… რა თქმა უნდა, მათ საპროტესტო შეძახილებს ჩემი ხმაც შეუერთდა… როგორც ვიცი პიატკუსმა იმ მეორე თხუთმეტიდან 11 წელი მოიხადა, მერე პრეზიდენტ ლანდბერგისის მრჩეველი გახლდათ ადამიანის უფლებების საკითხებში, შარშან კი ოთხმოცი წელი შეუსრულდა… გულითადათ ვულოცავ, მრავალჟამიერ!.. ინტერნეტში განთავსებულ სურათში ისევ ჯანსაღადდა შემართებით გამოიყურება…ჩემს დისშვილებს იმ სურათების მოძიება ვთხოვე, რომლებიც მან თავისი ფოტოაპარატით ნიგოითში სტუმრობისას გადაიღო… და პაულიუსმა გაიხსენა მისი ვიზიტები ვილნიუსში, როცა იგი თავისუფლებაში იმყოფებოდა… ახლა ჩემს ლიტველებთან ურთიერთობა ძირითადად ინტერნეტის საშუალებით მაქვს… დალია იოდიშიენე (dalia juodisiute), რომელსაც ბავშვობაში, რამდენიმე წელი ჩვენთან დედაჩემის მეთვალყურეობითა და მზრუნველობით იზრდებოდა, პროფესიით ისტორიკოსია, ჰყავს მეუღლე და ჩემთვის ნაცნობი იერის მშვენიერი ყმაწვილი. პავლიუს იუოდიშიუსის ბავშვებიც ძალზე მაგონებს ჩვენეულ იერს… თავად პაულიუსი (Paulius Juodišius)ჩინებული მხატვარი და საბავშვო მწერალი გახლავთ, თავისივე მიერ ილუსტრირებულ საბავშვო წიგნში სახელმწიფო პრემიაა ააქვს მიღებული… და მისი წიგნები ლიტვურ საიტებზე საინტერესოდ და მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი. მის ნახატებს რომ დავცქერი, უნებლიეთ თითქოსდა ნაცნობ, მშობლიურ ხელწერას შევიცნობ ხოლმე… მინდა მისი ნაწარმოებები ქართულად ითარგმნოს; და ქართული გენის მატარებელ შემოქმედში საქართველოს სიყვარული მერე და მერე შთამბეჭდავად აისახოს… სურვილი ხშირად ალამაზებს რეალობას…