ლიტველებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთერთობა ყოველწლიურად მტკიცდება… ეს ორი ხალხი, საუკუნეების მანძილზე, ერთმანეთისგან შორიშორს, გამორჩეული ძალისხმევითა და შემართებით ახერხებდა მიმზიდველი კოლორიტულობით ნასაზრდოები თვითმყოფადობის წარმოჩენას… ახლა კი, საერთაშორისო თანაცხოვრებაში, თვალსაჩინო კულტურულ და პოლიტიკურ განწყობას ქმნიან…
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში ლიტველები ლანჩხუთს ხშირად სტუმრობენ ინტერნეტში ვიხილე. ინტერნეტშივე ამოვიკითხე, რომ ქალაქ კუპიშკისი (პანევეჟისის მაზრა) ქალაქ ლანჩხუთთან (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) დაძმობილებულა…
გახსენების ღირსია ისიც, რომ ლანჩხუთელებს ლიტველებთან დამეგობრება კარგა დიდი ხნის წინათ დაებედათ… გასული საუკუნის მეორე ნახევარში, ლიტვაში მოღვაწე ჟურნალისტისა და მთარგმნელის დალი გოგეშვილი-იოდიშიენეს ინიციატივითა და თანამშრომლობით 1974-1975 წლებში შედგა ანიკშჩიაის ( უტენის მაზრა) და ლანჩხუთის რაიონულ გაზეთებს შორის ”ლიტერატურული გვერდების” გაცვლა.
ვფიქრობ, ჩემს არქივში შემონახული გვერდები, ამ მეგობრული ურთიერთობების აღმნიშვნელ საინტერესო ფრაგმენტებს მოიცავენ…
***
ანიკშჩიაი (ლიტვა) - ლანჩხუთი (საქართველო), ”ლიტერატურული მემკვიდრეობა” (1974-1975) / Anikshchai ( Lithuania)- lanchxuti (Georgia) ,’ Literary heritage’ (1974-1975)
***
თემატური ვებ-გვერდები:
ისტორიული მონაკვეთი;
დალი გოგეშვილი-იოდიშიენე _ Dali Gogeshvili-Iodishiene...
ქართული დიასპორა - ქართული დიასპორები
***გამოსათხოვარი…
***
დისიდენტური ნახტომი… The dissident jump…
\/Leidykla "Nieko rimto" - Paulius Juodišius
***
)(
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
***
***
***
Комментариев нет:
Отправить комментарий