четверг, 29 октября 2009 г.

დისიდენტური ნახტომი… The dissident jump…


დისიდენტური ნახტომი…
The dissident jump…





ახლა ხშირია მიმოსვლა თბილისსა და ვილნიუსს შორის. მეგობრული ურთიერთობები თვალსაჩინო ხდება ჩემთვის ეს სხვაგვარად სასიამოვნოა, რადგა ამ ლამაზ, დამოუკიდებლობის ღირსებით მოცული ერის შვილებთან გამორჩეული ურთიერთობა მაკავშირებსთვითმყოფადი, ცხოვრებისეული ეპიზოდები ხშირად შემახსენებენ ხოლმე თავსამჟამად კი, იტვაში ჩემი დისშვილები, მათი ოჯახები ცხოვრობენდისა და სიძის საფლავები იქვეა, ქალაქ ვილნიუსშიჰო, მოგონებები თავისით მიედინება, წარსულიდან უნებლიეთ გამოკრთება ნაცნობი ეპიზოდებიმაშინ, 1967 წელს დალისა და იონასის შეუღლების ამბავი, რომ შემატყობინეს, პოლონეთის ქალაქ სტარგარდ-შჩეცინის მახლობლად მდებარე გარნიზონ კლიუჩევოს საჯარისო ნაწილში ვიხდიდი სავალდებულ სამხედრო სამსახურს. გაურკვევლობამ მომიცვა; თუმც, იმ დროს ლიტვა და ვილნიუსი ტერიტორიულად ბევრად უფრო ახლოს იყო ჩემთან, ვიდრე აქართველო და თბილისი, მაინც გამიჭირდა გათავისება, რომ ჩემი და ამსიშორეზეათხოვდამერე ლიტვური წარმოშობის ახალგაზრდა ოფიცერი და მისი მეუღლე გავიცანი; თავისებური, ეგობრული ურთიერთობა დამყარდაძუნწად, მაგრამ მაინც შთამბეჭდავად მიამბოდა ლიტველების შესახებმათთან მახლობელ ქალაქში საიდუმლოდშეკერილ სამოქალაქო ტანსაცმელს (კოსტიუმს) ვინახავდი, რომელსაც ზოგჯერ გარნიზონიდან გასვლისას ვიცვამდი

გარნიზონს მიღმა, უდის დასალევად თუ სხვა გართობის მიზნით გაპარულ ჯარისკაცებს, რა თქმა უნდა, სამხედრო ტანსაცმელი უხერხულობას გვიქმნიდა, იმჟამინდელ პოლონეთში საბჭოთა რეჟიმზე გაღიზიანებულები საკმაოდ იყვნენთანაც, ზოგჯერ პატარა ბავშვები ”Гитлер капут!”- შემოგვძახებდნენ და ასე აღგზნებულები აგვედევნებოდნენ ხოლმე. ”ლუდის ბარში”, ზოგჯერ ჭრიდა იმის ახსნა, რომ ჩვენ ოკუპანტებიკი არადა ქართველები ვიყავითმაგრამ ერთი ჩემი ძმაკაცთაგანი ეროვნებით რუსი, ”ჩაჩაზეკი იყო უზომოდ შეყვარებული, აგრამ ქართველობას ნამდვილად ერ დააბრალებდი”, რადგა ორი კათხის მერე მეტსისმეტი გულღიაობით იწყებდა ლუდში არაყის გარევას

იმხანად, ჩვენამდეც აღწევდა ხმები საფრანგეთსა და პოლონეთში მიმდნარე სტუდენტური მღელვარების შესახებმაგრამ პოლონეთის ამბებს უფრო ვიყავით მიყურადებულნივრცელდებოდა ჭორი, რომ შეიძლება ჩვენც გაგვიყვანონ ”აჭანყების” ჩასახშობადო, რაც ჩემში პროტესტის გრძნობას იწვევდა, თუმც, იმ მღელვარების არსში მთლად გარკვეული ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველნაირად მსურდადამსჯელთაშორის არ მოვხვედრილიყავითითქოსგამიმართლდასაჯარისო სამსახურის მესამე წელს, დემობილიზაციის წინ, ჰოსპიტალში მოვხვდი, (სამწუხაროდ ლიტველ კეთილისმოსურნეებთან გამომშვიდობება ვერ მოვახერხეარც მათი გვარი არ დამამხსოვრადა, მაგრამ იმ ურთიერთობას თბილად და მადლიერების გრძნობით ვიხსენებ…) შეტაკებების შესახებ ჰოსპიტალის მოსამსახურე პერსონალთა საუბრებიდან ვგებულობდი, ზოგ რამეს არ ვმალავდი, რომ ამბოხებულების მიმართ მტრული დამოკიდებულება არ მქონდა და თავისებურ თანაგრძნობას გამოვხატავდი მათ მიმართთუმც, ჩემთვის მერე გაირკვა, რომ მღლელვარების მიზეზი გომულკას მიერ ებრაელებისმეხუთე კოლონადშერაცხვა იყო, რომელმაც მის მმართველობას ასე ვთქვათწყალი შეუყენა”… ჩეხეთში მოვლენები უფრო დრამატულად ვითარდებოდა; 1968 წლის აგვისტოში (20-21) ცნობილიპრაღის აზაფხულისჩასახშობად ვარშავის პაქტის მონაწილე ხუთი სახელმწიფოს ჯარები ჩეხოსლავაკიის ტერიტორიაზე შევიდნენ (რა თქმა უნდა, ”სსრკ.”-ას” ლიდერთა ინიციატივით..) ლუდვიკ სვობოდაშინაურ პატიმრობაშაიყვანეს და აჯანყება ჩაახშესმაგრამ ამის შესახებ მე უკვე მხოლოდ ოფიციალურ ცნობებს ვკითხულობდი თუ ვისმენდი, რადგან, მიუხედავად ექიმთა რჩევისა, რომ მკურნალობის კურსი ჰოსპიტალში დამესრულებინა 1968 წლის მაისის ბოლოს უკვე ჩემი დაჟინებული თხოვნით დემობილიზებული ვიყავი

მერე მშობლიურ გარემოში, სოფელ ნიგოითში (ლანჩხუთის რაიონი), თავად სიძეს იონას იუოდიშიუს გავეცანი. დალი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დამამთავრებელ კურსზე სადიპლო ნაშრომს ამზადებდა და შიგადაშიგ თბილისსა და ნიგოითს შორის მიმოდიოდა. იონასი კი, თავის განუყრელი ჩიბუხით, ჩვენი სახლის აივანზე, ხშირად მრგვალ მაგიდასთან იჯდა და დანით ხის ნაჭრისაგან ნაკეთობას თლიდა.

მეამბოხე სული კაცი გახლდათ, გონიერი, პროფესიით რესტარვატორ-მხატვარი, ისე კი, მუსიკალური ნიჭითაც იყო დაჯილდოებულიფორტეფიანოსა და გიტარაზე დაკვრა ეხერხებოდა და სიმღერაც მეამბოხე ჟღერადობის, სასიამოვნო მოსასმენი გამოსდიოდა… (მისი ძმა პაულიუს იუოდიშიუსი ლიტვის კონსერვატორიის პროფესორი გახლდათ). სიამაყით იხსენებდა თავისი მეზღვაურობის წლებსადვილად დავმეგობრდით, ამბოხი არ ჩემთვის გახლდათ ცხოცხონებული მამაჩემი ამის გამო ხშირად მაფრთხილებდა: ზედმეტს ნუ ლაპარაკობო, თორემაგრამ მე გულუბრყვილო ბავშვივით რასაც წრფელად აღვიქვამდი იმისდა მიხედვით ვავითარებდი აზრს ანუ უკეთესი იქნებოდა ასე რომ ყოფილიყო მეთქიჩემმა მშობლებმა რა თქმა ნდა, უკეთ იცოდნენ აზრის ამგვარი განვითარება სად და როგორ მთავრდებოდა

მამაჩემს, ავთანდილ გოგეშვილს ცხოვრების მძიმე გზა ჰქონდა გავლილითავად რვა წლისა იყო ის და მისი დედმამიშვილები, რომ დაობლდნენ; მერე, როგორც მისი ნაამბობიდ მახსოვს მათი და რომელიც სამონაზვნო მორჩილებაში იწვრთნებოდა, ხშირად ჩამოდიოდა ობლებთან; ნათესავების იმედზე მყოფ ძმებს ცოტას სარჩოს ჩამოუტანდა, გაკრეჭდა, აბანავებდა და ისევ მონასტერში ბრუნდებოდამერე კარგა ხან, ომ არ ჩამოსულა, ატირებული ობლებისთვის უთქვამთ: თქვენი და გარდაიცვალა და ნუღა ელოდებითო ჩვენ კი, მაინც გზისკენ გვეჭირა თვალიოამბობდა მოგონებაში გართული მამაჩემისწავლის მოყვარულმა ობოლმა მაინც მოახერხა ოთხწლიანი სასწავლებლის დამთავრებასწავლის გარძელება შემდგომაც უცდია, მეზობელ სოფელში წასულა გასაუბრებაზე”; ვიღაცის რჩევით, რომ გამართლებოდა უბეში შელოცილი კენჭები ჩაუყრია; ხალათზე (ბლუზზე) ნაჭრის ქამარი ჰქონია შემოჭერილი, ჰოდა, უცებ თავის ცოდნის გამომჟღავნებას, რომ ცდილობდა ის ქამარი გაწყვეტილა, კენჭები გადმოყრილაიმჟამინდელმეურვეთა საბჭოშიმყოფი მღვდელი ეტყობა რაღაცას მიხვდა და გაფიცხებულს დაუყვირია; გაქრი აქედანო და მამაჩემი თვალებაცრემლებული წამოსულა შინ. მერე მებს სასწავლებელში სიარულისთვის დროც არ ჰქონდათ… თავი საკუთარი შრომით უნდა ერჩინათ… წლების შემდგომ უფროსი ძმა იონა დაოჯახდა და ქუთაისში გადასახლდა, უმცროსი ძმა მაკარი -თბილისშიმამაჩემი სოფელად არჩაგონიერი, მშრომელი კაცი იყო, თავისი ქვეყნის მოსიყვარულეეროვნულ არმიაშიც მსახურობდარამდენჯერმე ქუთაისიდან ფეხით წამოვსულვარ შინდავნაყრებულვარ და იმავ დღეს ისევ ქუთაისში გავბრუნვებულვარ, სადაც ჩემი ნაწილი იდგაოგაიხსენა ერთხელ. კოლექტივიზაციის დროს როგორც ჩანს მისმა შრომითმა თავდადებამ ასპარეზი ჰპოვა; შემდგომ, სხვადსახვა დროს მსახურობდა კოოპერაციის, სოფლის საბჭოს, და კოლმეურნეობის თავმჯდომარედბოლო თანამდებობაზე მთელი 25 წელი იმუშავაროგორ ვიცი კომუნისტური პარტიის რიგებში, გვიან გააწევრიანეს: რამდენჯერმე დააბეზღეს კიდე "გამოსვლებში" იღებდა მონაწილეობასომაგრამ მოწმედ დასახელებულმა ხალხმა არ გასცა და ასე ვთქვათ დაჭერას გადარჩაროგორც სხვების ნაამბობიდან ვიცი, არც ავად გაუწირია ვინმესოფელი პატივს სცემდა, ასე ვთქვათ, ჭკუასაკით, სოფლის მოჭირნახულე აცად ეგულებოდათმრავალი აკითხავდა სამეზობლო ოჯახური საქმის მოსაგვარებლადამგვარ სტუმრიანობას შირად შევსწრებივარ… …დედაჩემი (ანეტა კვირკველია) ერთგულ მეგობრობას უწევდა; წარმოშობით სოფელ მაჩხუარეთიდან იყო, ოზურგეთის, რომელიღაც საბულღატრო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებულ. და მერე კოოპერაციულ სისტემაში ბუღალტრად მუშაობდა. ამასთანავე, ჩინებული დიასახლისი გახლდათ; ჩვენს ოჯახში ხშირი სტუმრიანობა იყოსტუმრის თავისებური კულტი მეფობდაასე რომ გავაგრძელო ვატყობ ძირეულ თემას ავცდები და ისევ ჩემს ლიტველ სიძის იონას იუოდიშიუსის ამბავს დავუბრუნდები

ნიგოითში სტუმრობისას იგი ხშირად იყო განმარტოებული მრგავალ მაგიდასთან და ხისგან გურულტიპაჟებსთლიდა. შიგადაშიგ, თავისს განუყრელ ჩიბუხს დინჯად აბოლებდაიქვე მდებარე თაროზე, საინტერესო ნაკეთობანი იყო ჩამორიგებულისამწუხაროდ არც ერთი მათგანი არ შემომრჩა; ზოგი გავაჩუქეთ, ოგიც ვითარებათა გამო დაიკარგაზოგჯერ მამაჩემსაც წაეშველებოდა შინაურ საქმებში, რამდენჯერმე თოხიც დაიმშვენა და ყანის გამარგვლაშიც წაეხმარა. ხუმრობით ამბობდა; მე ლიტვის თავადაზნაურული წრის წარმომადგენელი გურიაში თოხით ხელში თუ აღმოჩნდებოდი ვინ წარმოიდგენდაოგურულები ასეთები ვართ, ყველა აქ ჩამოსულს ჩვენებურად მოვაქცევთ და ჩვენებურ ეშხს შევძენთ მეთქი, ვპასუხობდი მე

საინტერესო მოსაუბრე გახლდათ

აზარტში რომ შევიდოდა კომუნისტების ლანძღვით იჯერებდა გულს; მიზეზიც გამორჩეული ჰქონდა; მამამისი იონას იუოდოშიუსი მათემატიკის შესასწავლად ლიტვიდან 1913 წელს პეტროპავლოვსკში გამგზავრებულა, ადაც იქაური ლიტველების საქმიანობაში მონაწილეობდა; თანამშრომლობდა ჟურნალშილეტუვოს ბალასას”… ომის დაწყებისას მობილიზირებული იქნა და გაიგზავნა ოდესის სამხედრო სასწავლებელშშემდეგ მსახურობდა არტილერიაში… 1918 წელს დაბრუნდა ლიტვაში, ასწავლიდა გიმნაზიაში მათემატიკას. როცა თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო, შევიდა ლიტვის არმიაში, ხელმძღვანელობდა ასეულს, ათასეულს, მიენიჭა მაიორის წოდება; როგორც პრესაშია აღნიშნული მხურვალედ უყვარდა სამშობლო და იბრძოდა მამაცურად 1925 წლიდან 1929 წლამდე სწავლობდა ბელგიის სამხედრო აკადემიაშისამშობლოში დაბრუნებულმა გააგრძელა სამხედრო სამსახური და 1939 წელს გენერალი იონას იუოდიშიუსი დაინიშნა სამხედრო სასწავლებლის უფროსადმერე მოხდა ლიტვის ოკუპაცია, სათანადო ბრძოლის გაწევა ვერ მოხერხდაგენერალი იუოდიშიუსი 1941 წელ სხვა ლიტველ ოფიცრებთან ერთად დააპატიმრეს, გამოაცხადესხალხის მტრადდაგააციმბირეს”. გარდაიცვალა პატიმრობაში 1950 ელს. 1957 წელს იქნა რეაბილიტირებული. მისი ნეშტი მისი ვაჟების ( პაულიუსისა და იონასის) ინიციატივით 1989 წელს გადმოსვენებული იქნა მშობლიურ ლიტვაში, ვილნიუსში. დასაფლავებული იქნა თავისი მეუღლის ლეოკადიას გვერდით.(Iodishus Ionas Varfolomeevich, Major-General of Artillery).

შვილს, იოანას თავისებურად ეამაყებოდა, რომ როგორც რეპრესირებული ჯახის წევრამა, ”კომპესანციის” ნიშნით საბჭოთა ხელისუფლებისგან შეთავაზებული ფული არ აიღო, მხოლოდ კუთვნილი, ჩამორთმეული ბინა დაიბრუნარა თქმა უნდა, თავად საბჭოთა ხელისუფლებისადმი შურისძიების გრძნობით იყო შეპყრობილი… ასე, რომ იჯდა ეს ლიტველი პატრიოტი გურიის ლამაზ სოფელ ნიგოითში და ითქოსჭრილობებსიშუშებდამაგრამ ჩვენი სტუმარ-მასპინძლობას სად წაუვიდოდა. მეზობელთან გადაპატიჟებულს, სანამ მე იქ ვიყავი საიმედო მეგზურობას ვუწევდი. შემოჩეჩებულ სტალინის სადღეგრძელოს არ სვამდა; ეს კი უკვირდა ზოგს, მაგრამ ჩემი განმარტებებმა შედეგი გამოიღო და მერე აღარც აძალებდნენმე რა თქმა უნდა, უკვე რამდენიმე პატრიოტული ლექსი მქონდა დაწერილი, ”დამპყრობლებს ვუტევდი”, მაგრამ სტალინი მოსაკვეთად მაინც არ მემეტებოდა, ამაზე ერთი-ორჯერ წავკამათდით კიდეცახლა რა თქმა უნდა, გარდაცვლილებში თუ მოიხსენიებს ვინმე მეც შევაწევ სავედრებელსისე კი, როგორც ისტორიულ მოვლენას გვერდს ვერ აუვლი, მის სადღეგრძელოს წარმოთქვის სურვილი რა თქმა უნდა, კარგა ხანია გამიქრამიმაჩნია, რომ გაორებული ადამიანი იყო, თუმც კაცობრიობას გვარიანი გაკვეთილი მისცამამაჩემი კი, თვლიდა, რომ სტალინმა მშრომელ ხალხს სარბიელი შეუქმნა, თუმც, თავგადაკლული სტალინისტი ნამდვილად არ იყო, მაგრამ სხვა უკეთესი წყობა მას არ ახსოვდა; იმდროინდელიდემოკრატიის გაკვეთილებიდანგლეხობამ ბევრი ვერაფერი იხეირ ასე რომ სტალინის ხსენებაზე აღშფოთებულ იონას ზოგჯერ თავისებურად, მხიარულად წაუმღერებდა: ”Бей буржуазию! Товарищи, ура! ..

-ოო, ავტანდილ, ავტანდილ!-ჩამარცვლავდა იონასი.

მე კი სიცილს ვერ ვიკავებდი…

დედაჩემი დედურ მზრუნველობას იჩენდა სიძის მიმართ, ცდილობდა უცხოდ არ ეგრძნო თავი და იონასიც მადლიერი იყო მისი…

მერე კი, როცა პოლონეთში გომულკა გერეკით ჩაანაცვლეს შუაზიაში ვიმყოფებოდი, იქიდან რომ დავბრუნდი 1971 წელს დალი და იონასი ხელმეორედ ჩანმოვიდნენ, თან მეგობარი ვიქტორას პიატკუსი (Викторас Пяткус; Viktoras Petkus. (სურათზე: ვიქტორასი საქართველოში სტუმრობისას...) ახლდათ… მე შუააზიდან ახალი ჩამოსული ვიყავი… ოღონდ, რამდენიმე მოთხრობა და იუმორესკა უკვე გამოქვეყნებული მქონდა რაიონული გაზეთების ფურცლებზე… პროტესტის გრძნობა თან მსდევდა, სხვაგვარად გამეხარდა ”მეამბოხეთა” სტუმრობა… შუადღეს გადაცილებული იყო, სანამ დედაჩემი ვახშამთან მიწეულ სადილს გაამზადებდა, ჭურებთან სახელდახელო სუფრა გავაწყვე, იონასი და ვიქტორასი მივიწვიე, ქვევრს თავი მოვხადე, კოპე შევავასე და ლიტველებისა და ქართველების მეგობრობისა შევსვი… უმალვე, გავავსე კოპე და ვიქტორას მივაწოდე… მრავლისმნახველი ვიქტორასი ოდნავადაც არ შეყოყმანებულა; ლიტვურად რამდენიმე სიტყვა თქვა და სასმისი დაცალა… ამგვარ პურობაში ნაცად იონასი შინაურულად გრძნობდა თავს… ჰოდა, წაება… შიგადაშიგ ვიქტორასი ფოტოაპარატით ფოტოებს იღებდა… რომ შევზარხოშდით ვიქტორასმა იკითხა: აქ ახლომახლო ისტორიული ძეგლი, ეკლესია-მონასტერი თუ მდებარეობსო… ერთადერთი ღირსეშანიშნაობა სასაფლაოა, იქ, სამლოცველის ქვითკირის ნანგრევებია შემორჩენილი, წავიდეთ, პურ-მარილი ავიტანოთ და საფლავები დავლოცოთ მეთქი… ხალისიანად ამიბეს მხარი და მალე ჩემს მხარზე გვარიანად სავსე ოცბოთლიანი მედგა… იონასს სანოვაგით სავსე ჩანთა მოქონდა…

სასაფლაო გზატკეცილიდან ასე კილომეტრის დაშორებით მდებარე გორაზე მდებარეობდა… (ახლაც იქაა)… შეზარხოშებული მხნედ მივაბიჯებდი, თითქოს განსაკუთრებული მასპინძლობა მელოდა. სტუმრები თავისთვის საუბრობდნენ ლიტვურად… იონასი თავისებურად განუმარტავდა ჩვენებურ ტრადიციებს მეგობარს; ამას იქიდან ვხვდებოდი, რომ ზოგჯერ რომელიმე მოვლენის ან ადგილის სახელს ქართულად წარმოთქვამდა… სასაფლაო, მართლაც ღირსესანიშნავ ადგილად მეგულებოდა… ყოფილი სალოცავის გალავნისგან შემორჩენილ ქვითკირის ნანგრევებისა და გორას ფერდობზე მდებარე სამარხებს, ნანგრევს ქვემოთ ფერდობზე ფესვებგადგმული ორი ვეებერთელა ცაცხვის ხე დაჰყურებდა. ერთი, რომელსაც ორი კაციც კი ვერ შემოაწვდენდა ხელებს, ნანგრევიდან, ასე მეტრნახევრზე მდებარეობდა. გალავანს შიგნით ჩემი ძმის სამარხთან, რომელიც ერთი წლისა ყოფილა ქუნთრუშით, რომ გარდაცვლილა, ნაჩქარევად გავშალე სუფრა, თან სტუმრებს განმარტება მივეცი, ქვემოთა სასფლაოზე, სადაც ჩემი წინაპრები მარხია, უკვე სოფლის ბაღია გაშენებული, ბავშვები თამაშობენ და საფლავების მოძებნა უხერხულია მეთქი… ოღონდ ეს უფრო ადრინდელი სასაფლაოა, მთიდან, რომ ხალხი ბარში ჩამოსახლდა დროებით მიტოვებული იქნა, მერე ისევ აღადგინეს მეთქი; მოკლედ მივანიშნე, რომ აქაურობის სიძველეში ეჭვი არ უნდა შეპარვოდათ … ცაცხვების ფონზე სიძველის სახება მომხიბვლელად ეფინა იქაურობას და მე ჭიქები შევავსე… ჰოდა შევჰყევით… ცაცხვის ხეების სადღეგრძელომდე რომ მივედი და ქართულ-რუსულად გავფინე ჩემი მჭევრმეტყველება, ვიქტორასი კიდევ უფრო მოიხიბლა იმ ცაცხვების რომანტიკული მშვენებით, ჭიქა მარჯვედ დასცალა, ადგილს მოწყდა, გაქანდა, ქვითკირიდან ისკუპა და ხის ტანს მოქნილად შეახტა. მაღალი, კეთილი იერის, მკვრივი აღნაგობის კაცი ვიქტორას პიატკუსი ლიტველი დისიდენტი გახლდათ. თავისი ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის მრავალჯერ იყო გასამართლებელი და 15 წელი სხვადასხვა დროს უკვე მოხდილი ჰქონდა… (აპატიმრებდნენ ლიტვაში მცხოვრებთა რელიგიული უფლებების დაცვისათვის და თავისივე, პატრიოტულ თემებზე დაწერილი ლექსების გავრცელებისთვის… შემდგომ თანამოაზრეებთან ერთად ლიტვის ჰელსინკის ჯგუფის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; მას შემდეგ რაც რუსეთში 1976 წელს იური ორლოვის ინიციატივით ამგვარი ჯგუფი დაარსადა; უკრაინაში ჰელსინკის ჯგუფ გენერალი გრიგორენკო ჩაუდგა სათავეში, საქართველოში _ზვიად გამსახურდია, ლიტვაში _ ვიქტორას პიატკუსი.) იმჟამად კი, გურიაში, სოფელ ნიგოითის სასაფლაოზე გვარიანად შეზარხოშებული გალავნის ნანგრევიდან ასე მეტრნახევრით დაშორებულ ასწლოვან ცაცხვს, რომლის ძირიც იმ გალავნიდან ოთხი მეტროს ქვემოთ მდებარეობდა, ფეხაბგაჩაჩხული მთელი ტანით გახლდათ აკრული და ფრჩხილები მის კანში ჰქონდა ჩაბჯენილი… (უჩვეულო, დისიდენტური ნახტომი იყო...).

შევკრთი, (ალბათ შევშინდი კიდეც) ძირს, რომ ჩავარდნილიყო, შედეგად კარგს არაფერს მივიღებდი, ბოლოს და ბოლოს დათვი ხომ არ იყო დაცემულიყო და მერე ბურტყუნით წამომდგარიყო…

-არ ინერვიულო, ეგ მაგარია, არაფერი მოუვა…-აუჩქარებლად დამამშვიდა იონასმა.

მე დავტრიალდი, იქვე მსხვილი, ჯერ კიდევ ნედლი ტოტი მოვიხელთე, მისი ერთი ბოლო ცაცხვის კორძზე ჩამოდება მოვახერხე, მეორე გალვნის ნაგრევზე და ვიქტორას ხელი გავუწოდე.

სოცარი სისწრაფით აუღო ალღო სიტუციას, მარცხენს ფეხი ტოტისკენ გამოაჩოჩა, ზედ დააბჯინა, მერე ხელებით ხის ტანს მიეყრდნო ფეხი, მეც თავისებურად შევეშველე და მალე მან გალავნზე გადმოინაცვლა…

შვებით ამოვისუნთქე და მოვეხვიე. შემდეგ ოცბოთლიანით ახლომახლო დარჩენილ სამარხებს ჩამოვურეთ… ზოგან ღვინის დასხმა ზედმეტად მომიწია. მერე ქვემოთ ლიტვურ-ქართული ღიღინით დავეშვით, ღიღინით მე ვღიღინებდი, ისინი საგალობელს ამბობდნენ… ნათლად ჩანდა კმაყოფილები იყვნენ.

ხვალ, თუ ადრიანად ადგებით, უკეთეს ექსკურიას მოგიწყობთ, ჯიხეთის დედათა მონასტერში აგიყვანთ მეთქი, შევპირდი სტუმრებს გათამამებულმა, ოღონდ ჩვენებმა არ უნდა გაიგონ, ხვალ სადილად თქვენს საპატივცემულოდ მოპატიჟებულ სტუმრებს ელოდებიან და დაგვიშლიან მეთქი, გავაფრთხილე ბოლოს…

მშობლს ჩვენი ადგომა შეუმჩნეველი არ დარჩენია; მამაჩემი გამინაწყენდა:

-შენ რა შენებური უნდა აიტეხო, სად მიგყავს ეს ხალხი, ხომ იცი, სადილად სტუმრებს ველოდებით?!

დავაიმედე სადილად აქ ვიქნებით მეთქი…

მაშინ, ეკლესია-მონასტრებში სიარული ”კარგ ტონად” არ ითვლებოდა, ის კი არა, სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდებით იკრძალებოდა კიდეც და ათეისტურად განწყობილი მასებსაც არ ჩვეოდა თავის გამოდება… ის კი არა ბევრად უფრო მოგვიანებით ”კაბიანი კაცის” დანახვაზე ისეთი სიცილ-ხარხარი ატყდა სოფლის მაღაზიასთან, უხერხულობა ვიგრძენი და იქაურობას გავერიდე, თუმცა არც კაბით შემოსილ მორჩილს გამოვდენებივარ ნუგეშისსაცემად… ალბათ თავად უფრო ვიყავი ნუგეშისსაცემი. მაგრამ იდუმალი ხშირად მიხმობდა ეკლესია-მონასტრებისკენ, სადაც ჩემი ერის ისტორია იყო ჩაქარგულ-ჩაკირული. იმჟამად ჩვენს მხარეში ჯიხეთის ღვთისმშობლის დედათა მონასტერიღა ცხოვრობდა მონასტრული ცხოვრებით… მთის ძირში სამებად წოდებული ჯიხეთის მონასტერი ჩვენგან, ასე ოთხიოდე კილომეტრითაა დაშორებული… მის მახლობელ სოფლამდე ავტობუსითაც შეიძლებოდა მგზავრობა, მაგრამ ავტობუსი ალბათ ერთი საათის მერე თუ ჩამოივლიდა, თანაც, მე, უფრო რომანტიკულად ტღე-ღრე, გაუკვალავი გზებით სიარული დამესახა და მედგრად ავუყევი სასაფლაოსკენ მიმავალ გზას… ასე ორიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ ადვილად მივხვდი, რომ ის გზა სასურველ ადგილამდე ვერ მიგვიყანდა… თანამგზავრებს ვითარება ავუხსენი და მარცხნივ ხევში დავიწყე დაშვება…

იონასს სამოგზაუროდ იყო შემოსილი, მაგრამ ვიქტორას შარვალ-კოსტიუმი ეცვა, პერანგი და შესაბამისად ჰალსტუხიც ეკეთა… როცა მის წამოწითლებულ ლოყებს შევავლე თვლი უხერხულობა კი ვიგრძენი, მაგრამ იგი ის ვაჟკაცურად მომყვებოდა, უფრო გამიძლიერდა სურვილი, რომ ღირსეულად მჭეროდა თავი, ანუ დაღლა არ დამტყობოდა… ცოტა ვიარეთ თუ ბევრი, მგონი ასე ტყე-ღრე, ხევ-ხევ შვიდ კილომეტრზე მეტი მაინც გავიარეთ და ბოლოს მონასტრის ქვემოთ გზაზე მდებარე წყაროსთან ამოვედით… გავიხარე, რომ არ შევრცხვი და გუმანით სწორად გავიგნე გზა… იქვე წყაროსთან გაზეთი გავშალე, ზედ აბგიდან ამოღებული ყველი და პური დავდევი. მაგრამ თანამგზავრებმა დანაყრებაზე უარი თქვეს… მხოლოდ წყალი დალიეს… ვიქტორას ჰალსტუხი ყელზე კვლავ მჭიდროდ ჰქონდა შემოჭერილი… აღარც მე მიჭამია… ყველი და პური იქვე დავტოვე და მონასტრისკენ დარჩენილ გზას ავუყევი… ვფიქრობ ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენო ამ შემთხვევისადმი მიძღვნილი ჩემი ლექსი:



ჰქონდათ სურნელი რწმენის სადარი

ლიტველების სტუმრობა გურიაში, 1971.

(ესეი ლექსად…)

ერთხელ, ზაფხულში, ყმაწვილობის ჟამს,

ტყე-ღრე წვალებით, შეთქმულის ჟინით,

თითქოს მივსდევდი წინაპრის ჩუმ კვალს,

გზნებით ვატარე სხვა ქვეყნის შვილნი


გამორჩეულნი გრძნობათა ფარვით

ერთი მსუქანი, ერთიც პირხმელი

დისიდენტური კვლევით და სწრაფვით,

მედგრად იწევდა ორი ლიტველი


ერთს მეამბოხის ჰქონდა სახელი

და ციხეებში იყო ნატანჯი

იმპერიული გათვალა-არგათვლის,

მას სიძულვილი ჰქონდა ათასგზის


და მივიწევდით მთისაკენ მაღლა,

სადაც მლოცველი დიოდა მალვით,

გზას გვიღობავდა ტოტების ფარდა,

გვეძალებოდა წინაპრის ვალი


და როს ვიხილეთ მონასტრის ეზო,

მწვანე მინდორი ნასათუთარი,

სწრაფვისა ჩვენის ვიგრძენით გემო,

კრძალვით გვიცქერდა მხცოვანი ქალი


ნატიფად ნაგებ ტაძრის კედელთან,

იდგა მოწესე მშვიდი, ფერმკრთალი,

მშვიდობა თქვენდა!” მიგვიღო წრფელად,

ისმინა სიტყვა ჩემში ნამაჭრი


ნაჯაფი ხელი შემახო ხელთან,

მითხრა: სტუმრისა მეც ვიცი ყადრი,

ოთხი წლის ვიყავ, რომ მერგო ხილვა,

ამა საყდრის და ამა სავანის


მას შემდეგ აქ ვარ, არსად გავსულვარ,

არ მიძებნია სხვა ბინა არსით,

არადა უკვე ასს წელს ვასრულებ,

ვფიქრობ ჰაემდე გავლიე ხანი


ოღონდ იმასღა ვდარდობ და ვნანობ,

რომ არ გამოჩნდა ერთი მორჩილიც,

რომ მონასტერი, ესე სავანე

არ შერჩეს ტყე-ღრეს ხავსით მოსილი


მერე წაგვიძღვა, შემოგვატარა

საფლავის ქვები, დათა სამარხნი,

ერთგან ილოცა და თან გვახარა

აღმშენებელი იყო ამ ტაძრის


ბოლოს ახსენა კათოლიკთ წესი,

ლოცვისა ნირი, ქცევა ტაძარში

აუწყა სტუმართპაპისამრწამსი,

და განსხვავება პირჯვრისწერაში


აქ ლიტველსაც კი დაეტყო განცდა,

შეიხსნა ჯვარი მკერდთან ნაფერი,

მიართვა მოხუცს, სთხოვა დალოცვა,

მოდრიკა თავი ნაციმბირალი


ჯვარზე გაკრული ქრისტეს სახება

მოექცა ქალის მადლმოსილ ხელში,

სანთლების დარად მოჩინარ თითებს,

ჰქონდათ სურნელი რწმენის სადარი

24.05.2006

მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ მონაზონმა თითქოს საიდუმლოდ გამიმხილა გვარად ფირცხალაიშვილი ვარ, მამაშენს ვიცნობ, აქ ამოსულიც მინახავს ხოლმეო… გავოცდი, უნებლიეთ დავეჭვდი, ის მისი და ნეტა, იმის შემდეგაც, რაც ობლებს მისი გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, იქნებ საერო ცხოვრებისთვის იყო მკვდარი, ისე კი ცოცხალი იყო და მონაზვნობდა მეთქი… თუმც ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ერთ დროს მარინე გოგეშვილი გახლდათ, რომელიც მამაჩემს მეექვსე თუ მეშვიდე თაობის ნიშნით ენათესავებოდა… მაგრამ ამ ფიქრს არ გავჰყოლვარ და არც მამაჩემს ჩავძიებივარ… არც იმას ჩავღრმავებივარ მაშინ მართლმადიდებელმა მონაზონმა, რომ კათოლიკე კაცისგან ქრისტეს გამოსახულებიანი ჯვარი სიხარულით მიიღო და ეამბორა… როგორც ჩანს იმპერიულ სივრცეში მცხოვრებ სხვადასხვა კონფესიის ქრიატიანებს, სხვაგვარი სიყვარული და თანაგრძნობა თუ შემწყნარებლობა ჰქონდათ ერთურთის მიმართ… მონასტრიდან გამხნევებულები გამოვბრუნდით, პიატკუსს ჰალსტუხი კვლავ მჭიდროდ ჰქონდა ყელზე… ქვემოთ გზატკეცილისკენ ხალისიანად დავეშვით, მერე ავტობუსით სახლამდე მივედით, სდაც ჩემიანები გველოდნენ… სამიოდე დღის შემდეგ წასვლისას დარჩენა რომ ვთხოვე, მითხრა თბილისში ჩემი ლიტველი მეგობარი მელოდებაო (მგონი თომას ვენცლოვა), თორემ აუცილებლად დავრჩებოდიო… ორიოდე წლის შემდგომ ვიქტორასმა ჩემი დის ხელით მომცრო, ძეხვების ”ასხმულა” გამომიგზავნა, იმჟამინდელი მასპინძლობის სამადლობელად… გამეხარდა, მაგრამ ჩემს დას მაინც გავეხუმრე შემწვარი წიწილ-გოჭებით განებივრებულ ქვეყანაში ”კალბასი” რა ჩამოსატანი იყო მეთქი… შენ რომ იცოდე, მან ამით შენდამი რა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა, ამას არ იტყოდიო… კარგა ხნის მერე ვილნიუსში სტუმრობისას, მადლობა პირადად მინდოდა გადამეხადა, მაგრამ ბატონი ვიქტორასი რეჟიმს ისევ ”ჩაესავათ” და ისევ თხუთმეტი წელი მიესაჯათ… ჩემიანებთან ერთად რიბენტროპ-მოლოტოვის აქტის დაგმობის მიზნით გამარულ საპროტესტო მიტინგსაც დავესწარი, იქვე ვიხილე კარვებში მოშიმშილე ლიტველი ახალგაზრდები, რომლებსაც იქვე გამოფენილი ჰქონდათ პლაკატები ლიტვურად, რუსულად(«Свободу Пяткусу!») და ინგლისურად, რომლებიც ვიქტორას პიატკუსის განთავისუფლებას ითხოვდნენ… რა თქმა უნდა, მათ საპროტესტო შეძახილებს ჩემი ხმაც შეუერთდა… როგორც ვიცი პიატკუსმა იმ მეორე თხუთმეტიდან 11 წელი მოიხადა, მერე პრეზიდენტ ლანდბერგისის მრჩეველი გახლდათ ადამიანის უფლებების საკითხებში, შარშან კი ოთხმოცი წელი შეუსრულდა… გულითადათ ვულოცავ, მრავალჟამიერ!.. ინტერნეტში განთავსებულ სურათში ისევ ჯანსაღად და შემართებით გამოიყურება… ჩემს დისშვილებს იმ სურათების მოძიება ვთხოვე, რომლებიც მან თავისი ფოტოაპარატით ნიგოითში სტუმრობისას გადაიღო… და პაულიუსმა გაიხსენა მისი ვიზიტები ვილნიუსში, როცა იგი თავისუფლებაში იმყოფებოდა… ახლა ჩემს ლიტველებთან ურთიერთობა ძირითადად ინტერნეტის საშუალებით მაქვს… დალია იოდიშიენე (dalia juodisiute), რომელსაც ბავშვობაში, რამდენიმე წელი ჩვენთან დედაჩემის მეთვალყურეოითა და მზრუნველობით იზრდებოდა, პროფესიით ისტორიკოსია, ჰყავს მეუღლე და ჩემთვის ნაცნობი იერის მშვენიერი ყმაწვილი. პავლიუს იუოდიშიუსის ბავშვებიც ძალზე მაგონებს ჩვენეულ იერს… თავად პაულიუსი (Paulius Juodišius) ჩინებული მხატვარი და საბავშვო მწერალი გახლავთ, თავისივე მიერ ილუსტრირებულ საბავშვო წიგნში სახელმწიფო პრემიაა ააქვს მიღებული… და მისი წიგნები ლიტვურ საიტებზე საინტერესოდ და მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი. მის ნახატებს რომ დავცქერი, უნებლიეთ თითქოსდა ნაცნობ, მშობლიურ ხელწერას შევიცნობ ხოლმე… მინდა მისი ნაწარმოებები ქართულად ითარგმნოს; და ქართული გენის მატარებელ შემოქმედში საქართველოს სიყვარული მერე და მერე შთამბეჭდავად აისახოს… სურვილი ხშირად ალამაზებს რეალობას…

ჯანრი გოგეშვილი

========


//////////

ქართული დიასპორა - ქართული დიასპორები

***
"ლიტვის ქართველთა სახელით..."
ისტორიული მონაკვეთი;

დალი გოგეშვილი-იოდიშიენე _ Dali Gogeshvili-Iodishiene...

***
გამოსათხოვარი…
დალი გოგეშვილი-იოდიშიენე / Parting...***
Paulius Juodišius / პაულიუს იუოდიშიუს

Leidykla "Nieko rimto" - Paulius Juodišius

ainelės - juodisiuss jimdo page!

Galvosūkiai - juodisiuss jimdo page!

)(

თუ დაინტერესდებით:
ავტობიოგრაფიული ნოველები;
სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს...
(ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა და ამერიკა…)...

=======


=======


Комментариев нет:

Отправить комментарий

Постоянные читатели

Обо мне

Моя фотография
ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, humorist, storyteller, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia.

ლიტერატურულ-შემეცნებითი; ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... რომანები... მოთხრობები... ზღაპრები... პიესები... იუმორი... სატირა... პოეზია... თარგმანი... გამოცემული წიგნები და ჟურნალები... დეკლამაციური ინტერპრეტაციები… მხატვრობა... ფოტოქრონიკა... /\ Literary-cognitive; Information… Essay… Publicism… Novels… Stories… fairy tales… Plays… Humour... Satire… Poetry… Translation… The published books and magazines... Declamatory interpretations… Painting… Photography Chronicle...